აშშ უკრაინას F-16-ებისთვის ჰაერი-მიწა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს დიდი ალბათობით გადასცემს, აშშ ახლოსაა შეთანხმებასთან, ისინი ვშეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად.
როგორც მედია წერს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გამოცემის რესპონდენტების თქმით, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და უკრაინის შეიარაღებული ძალები JASSM ტიპის რაკეტებს უახლოეს თვეებში მიიღებს.
მედიის ცნობით, უკრაინაში JASSM-ის გაგზავნამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ომის სტრატეგიული ლანდშაფტი.
კონგრესის ოფიციალური პირის თქმით, JASSM-ის მიღების შემთხვევაში რუსული ბაზებისა და იარაღის საწყობების დიდი ნაწილი უკრაინის ავიაციისთვის ხელმისაწვდომ რადიუსში იქნება. თუმცა აშშ-მაც უნდა გააუქმოს შეზღუდვები ამერიკული იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.