18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

Reuters: აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებას ხელს უწყობენ

Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებას ხელს უწყობენ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, მათ შორის ჩინეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ ტიპის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო მასალას აწვდიან.

ასევე, აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა ბელარუსსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიები.

„პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას იმ უცხოელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებს იარაღს აწვდიან ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოსაყენებლად“, – ნათქვამია აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მზად არის დამატებითი ზომები მიიღოს, რათა ირანს სამრეწველო შესაძლებლობების აღდგენაში ხელი შეუშალოს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ზედამხედველობის მიზნით, შესაძლოა, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდეს
შემდეგი სტატიაკრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია