(ვიდეო) აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

Reuters: აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთმა და აშშ-მ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ძალაში 27 თებერვლიდან შევა, Reuters-ი წერს.
დოკუმენტის ტექსტი არ ეხება ტერორისტულ დაჯგუფებებს “ისლამური სახელმწიფო” და “ჯებჰატ ან-ნურსს”.
გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრთან, სერგეი ლავროვთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი მოგვარების პირას იყო, თუმცა რჩებოდა რამდენიმე დეტალი, რომელზეც დღეს ისაუბრებდნენ.
მოლაპარაკებების შედეგები უკვე მოახსენეს ქვეყნების პრეზიდენტებს – ბარაკ ობამას და ვლადიმირ პუტინს.

banner
წინა სტატიაშილონდონის მერის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოწოდების შემდეგ ფუნტი დაეცა
შემდეგი სტატია“კოალიცია ეცდება ამ დაპირისპირებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს”