13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

Reuters: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, აგენტებმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებული საეჭვო პირი შენიშნეს, რომელმაც დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეიარაღებულმა პირმა სროლის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ქუინმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაჭრილია და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, ეჭვმიტანილმა ქუჩაში გამვლელი არასრულწლოვანი დაჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ სროლის დროს ეჭვმიტანილი თეთრი სახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს
შემდეგი სტატიაერდოღანი: ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება