რესტორნის “გადაგდების” მცდელობა და სამი დაკავებული

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, რესტორან ”შარაგულთან” სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები რესტორანში თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ, რის შემდეგადაც რესტორნის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. მანამდე, სამივე მამაკაცმა რესტორნის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაკავებულები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში მილიარდერი პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალალი დააკავეს
შემდეგი სტატია„მის დედამიწა 2017-ის“ ტიტულის მფლობელი ფილიპინელი ლამაზმანი გახდა