კეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება თელავის რაიონში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ე.წ. რიკოშეტის შედეგად 65 წლის კაცი საავადმყოფოში, ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო გასროლა პოლიციელმა განახორციელა:
“ბოლო საუკუნეებია რესტორნებში უფრო მეტი ადამიანი გვეღუპება კრიმინალური ან ძალად ვაჟკაცების მიერ ე.წ შემთხვევითი გასროლების შედეგად ვიდრე ბრძოლის ველზე.ახლაც კახეთში რიკოშეტით მოხვედრილმა ტყვიამ დაღვინებული კაცი იმსხვერპლა.ღამის კლუბ–ბარები საერთოდ გახდა ახალგაზრდობის მასობრივ ჩასახოცად ბრძოლის ველი.
ვფიქრობ მოვიდა დრო ასეთ დაწესებულებებში შესვლა მოწმდებოდეს ყველა სახის იარაღზე ელექტრო სისტემებით, მათ შორის პოლიცილების და სპეცსამსახურის მუშაკებისთვისაც თუ ისინი არ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას. ადამიანებს დასვენება არ შეიძლება გადაექცეთ ქელეხად”, – წერს შალვა ნათელაშვილი.