რესტორნების წარმომადგენლები: ძალიან დიდ სტრესში ვართ

ტურიზმისა და რესტორნების სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორი ქვეყნის კიდევ ერთხელ დაკეტვას ვერ გადაიტანს. მათი თქმით, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესს ისედაც დიდი ვალი დაუგროვდა და ახლა, კიდევ ერთხელ ჩაკეტვა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

“პრაქტიკულად ახლა ყოველდღიურად გვიწევს მუშაობა, თან ვისტუმრებთ ძველ ვალს გრაფიკები გვაქვს გაკეთებული, იმათაც ხო დიდი ზარალი მიადგათ, თან ახალს ვყიდულობთ, თან იმას ისტუმრებ. ძალიან დიდ სტრესში ვართ და მიუხედავად ამ სტრესისა მაინც ვმუშაობთ, რომ გადავრჩეთ. ახლა რომ ჩაგვკეტონ, ეს ნიშნავს რომ გავნადგურდებით, მიწასთან გავსწორდებით და ვეღარ ავდგებით.

უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობა, იმიტომ, რომ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერც ერთ სფეროში”,- თქვა ქეთი ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს”
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივლისისთვის