“ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს, რადგან გვსურს საქართველო ევროპაში და გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!
არა რუსულ რეჟიმს!
არა რუსულ არჩევნებს!” – ვკითხულობთ რესტორატორების განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ქეთი ბაქრაძე ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ:
თამარ სიხარულიძე – გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე
მერიკო გუბელაძე – რესტორატორი, შეფი
ქეთევან ბაქრაძე – რესტორატორი, შეფი
ნატო მახალდიანი – კაფე “თონე”
ბუკა მაჭავარიანი – რესტორანი “გუდა”
თამუნა თანდაშვილი – ავიაციის ექსპერტი
ანი ალიბეგაშვილი – ბიზნესმენი სასტუმრო Step Inn თანადამფუძნებელი
ლუკა ნაჭყებია- რესტორატორი, შეფი.