რესტორანთა ასოციაცია: დიალოგის მთავარი ამოცანაა, როგორ გადავარჩინოთ დასაქმებულები

დღევანდელი შეხვედრა არის კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგის გაგრძელება. წინა შეხვედრაზე მინისტრებთან მათი წინადადებები გავიარეთ. დღეს ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი შეხედულებები არსებულ სიტუაციასთან მიმართებით, რაც შეეხება კოვიდვითარებას და ბიზნესს, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის მთავარი ამოცანა, დასაქმებულებისთვის ხელის შეწყობა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ასევე, უნდა შევჯერდეთ იმ ოქროს შუალედზე, სადაც არ დაზარალდება ბიზნესი და თუ ამ ვითარებაში რესტორნებს გარკვეული წილი მიუძღვის, აქაც ჩამოყალიბდეს, რომ პრობლემა არ შეიქმნას კოვიდვითარების კუთხით.

პირველივე რეგულაცია, რაც შეეხო 22:00 საათიდან რესტორნების დაკეტვას, მეორე იყო უკვე 22:00 საათიდან კომენდანტის საათის გამოცხადება და ასევე რესტორნებმა თითქმის ორი საათით გადაწიეს მათი სამუშაო გრაფიკი. დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, დამატებით ნებისმიერი შეზღუდვა, ეს არ იქნება შეზღუდვა, არამედ იქნება მთლიანი ლოკდაუნი სფეროსი. აქედან გამომდინარე, დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ეს წარმოადგენს პრობლემას. სახელმწიფოსა და სფეროს შორის ახლა დიალოგის მთავარი ამოცანა არის, როგორ გადავარჩინოთ ეს დასაქმებულები და როგორ მოხდეს „კოვიდის“ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევრო გამოუყო
შემდეგი სტატიაგაერო-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა