19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა.

ინფორმაციას BMG საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% პროცენტი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ აგვისტოში რესტორნებში ხინკალი წლიურად 10%-ით გაძვირდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10%-ითაა გაზრდილი. 9%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 1% შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 5 მილიონ ლარზე მეტი გამოუყო, 1 ლარად კი ქონება გადასცა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს, გიმნაზიებს, სკოლა-გიმნაზიებს, უნივერსიტეტსა და ფონდს 5 250 000 ლარი გამოეყო