რესტორან “რესპუბლიკას” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესტორან „რესპუბლიკას“ თანამშრომლის ტესტირების პასუხი კორონავირუსზე ​დადებითია. ამის შესახებ რესტორნის მენეჯერმა, თამარ კვერნაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირების დადასტურების გამო რესტორნის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.

„დადასტურდა ნამდვილად ეს ერთი შემთხვევა. ინფიცირების წყარო ჯერ არ არის დადასტურებული. სხვას არავის დადასტურებია ჯერ ჩვენთან, იმ შედეგებიდან, რაც უკვე გვაქვს. არის კიდევ ნაწილზე გაკეთებული ტესტირება და პასუხებს ველოდებით ხვალისთვის. ეტაპობრივად ხდება ტესტირება. თანამშრომელთა ნაწილი არის კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში. „რესპუბლიკა“ კვლავ დაკეტილია, სანამ არ გვექნება სრული სურათი“, – განაცხადა თაკო კვერნაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ერთი ოჯახის 3 წევრი მოათავსეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, სამის წყარო ამ ეტაპზე უცნობია