რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოსამართლეების კორპორატიული საღამო, მოქალაქეები აქციის მართავენ, რა დროსაც პოლიციელებმა ძალადობრივად დააკავეს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები – ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.
რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად იყვნენ დაკავებულები და მოქალაქეების პროტესტის ფონზე, შსს იძულებული გახდა ინფორმაცია მიეწოდებინათ დაკავებულის ადვოკატისთვის და როგორც ცნობილია, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი გადაყვანილი ჰყავთ დიღმის იზოლატორში, ხოლო ტიტე გედენიძე ზაჰესის იზოლატორში.”