რესტორან “ბაბილოსთან” აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება

რესტორან “ბაბილოსთან” აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება.

აქციის მონაწილეები მოსამართლეების პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას პროტესტით შეხვდნენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისმოდა შეძახილები: “გაუშვით, რატომ იჭერთ?!”, “ივანიშვილის მონა”.

პარალელურად, რესტორან “ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება კვლავ გრძელდება, მოსამართლეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა ტერიტორია. აქციის მონაწილეები რესტორნის მიმართულებით კვერცხებს ისვრიან.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა, მათ შორის არიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. რესტორნის შენობის უკანა შესასვლელთან კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ.

banner
წინა სტატიაში„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ