რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავების სპეცოპერაციას ლაშა სალუქვაძე ხელმძღვანელობს. ჟურნალისტების კითხვას, რატომ აკავებენ მოქალაქეებს, სალუქვაძე არ პასუხობს.
“მონებო! “რუსებო!” – ამ შეძახილებით შეაცილა ხალხმა სასამართლო კლანი რესტორანში საქეიფოდ. სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას პურ-მარილზე შესვლა უპრეცედენტო პროტესტის ფონზე მოუწია. რეჟიმის მხახურ მოსამართლეებს დისკომფრტს საყვირებით და სინდისის პატიმრების ფოტოებით უქმნიდნენ.