რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ნაწილობრივ დაუბრუნდა.სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, დევი ტაბიძის ცნობით, ოთხი თვის შემდეგ, ემერჯენსის მიმართულებით მუშაობა აღადგინა. მისივე ცნობით,კლინიკაში ,ყოველდღიურ რეჟიმში, 30-35 პაციენტს იღებენ.
„რესპუბლიკური საავადმყოფო, ერთის კვირის განმავლობაში უკვე, პრაქტიკულად გადავიდა ორმაგ რეჟიმზე. ვართ როგორც ცხელების ცენტრი, ასევე გვყავს კოვიდიანი პაციენტები, მაგრამ ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ საქმიანობას. ჩვენ ისევ ვემსახურებით ჩვეულებრივ სტილში ჩვენს მოქალაქეებს. დაახლოებით ეს რაოდენობა თანდათანობით იმატებს და 30-35 პაციენტამდეც კი ავიდა მიღება ემერჯენსში. ჩატარდა უკვე ქირურგიული ოპერაციები, ასევე გეგმური ოპერაციები, არის გულ-სისხლძარღვთს სისტემით დაავადებული პაციენტების ვიზიტებიც. ამ ოთხი თვის განმავლობაში იყო გარკვეული პერიოდი, შეჩერებული იყო ჩვენი საექიმო საქმიანობა და ჩვენი კოლექტივი მოხარულია, რომ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ჩაერთო. რა თქმა უნდა, მთლიანად გახსნილი არ ვართ, რადგან ჩვენ ვატარებთ მეორე ნაწილსაც ანუ კოვიდინფიცირებულის და ცხელების ცენტრის მუშაობასაც. საწოლების გარკვეული ნაწილების რაოდენობა არის გადატანილი კოვიდცენტრისა და ცხელების ცენტრის მიმართულებით. დღეისათვის კლინიკაში არის 25 პაციენტი, აქედან ხუთი კოვიდინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე გაგზავნილია დღესაც ტესტირებაზე ანალიზები. კლინიკა პრაქტიკულად გაიყო ორ ნაწილად, რომ ერთმანეთთან არ მოხდეს კონტაქტი“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.