„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება და იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ კი არა – შალვა შავგულიძე

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება და იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ კი აღარ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას,“- ეს განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე თავის შეკავების მიზეზები განმარტა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა მძიმე ვითარება, ვინაიდან პარტია დატოვა ბევრმა ლიდერმა, ბევრმა წევრმა. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა საკითხი, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა, პარტია გავსულიყავით და მიგვეღო მონაწილოება უკვე აქტიურად, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ დროს მივიღეთ მეტად საინტერესო შემოთავაზება, წინადადება საინტერესო პროექტის სახით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნებოდა და ჩვენ საკმაოდ სოლიდურად შევძლებდით წარვმდგარიყავით ამომრჩევლის წინაშე ამ არჩევნებში. ამ პროექტის პირველი საფეხური ითვალისწინებდა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა ბლოკი „რესპუბლიკურ პარტიასთან,” – აცხადებს შავგულიძე.

ოპოზიცური პარტიის ლიდერი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე “რესპუბლიკურ პარტიასთან” მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყვიტეს აღნიშნული პროექტის განხორციელება.

“ეს ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა და ჩვენი მიზეზით არ მომხდარა ის, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ასეთ ვითარებაში ისევ დავდექით საკითხის წინაშე, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ამ პროექტის გარეშე მონაწილეობა არჩევნებში,“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიჩნია, რომ მათთვის მაინც მიზანშეწონილია, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ჩვენთვის აღარ არის მიზანშეწონილი და აქედან გამომდინარე, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება და იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ კი არა,“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.

დღეს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განცხადება გაავრცელეს, სადაც ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რის გამოც გადაიფიქრეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

banner
წინა სტატიაშითბილისში გოგირდის დიოქსიდის კუთხით ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტთანაა“
შემდეგი სტატიაპრემიერმინისტრმა საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა