“რესპუბლიკურმა პარტიამ” დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა – “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ ყრილობაზე ტრამპმა დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო.
ცნობისთვის, ყრილობა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარეობს, სადაც ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია.