რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. პარალელეულად, ისინი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

ექიმები კლინიკის რეორგანიზაციისა და შენობის დანგრევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, მედიკოსებს სურვილი აქვთ, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, რათა პროტესტის მიზეზი დეტალურად გააცნონ.

“ჩვენ შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან გვქონდა. წარმოვადგინეთ არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება და აღარ დაიკეტოს კლინიკა 15 მარტს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მზაობა, რომ ისევ გვექნება შეხვედრა ბატონ მამუკასთან და ასევე, სურვილი გვაქვს, შევხვდეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. მაგრამ პარალელურად, ვინაიდან, ეს ბრძანება არ არის შეჩერებული, ჩვენი პროტესტი გრძელდება.

ამ კვირაში, ადამიანების გარკვეული ჯგუფი გეგმავს უკიდურეს პროტესტს, კერძოდ, შიმშილობის დაწყებას. ჩვენ ამ კლინიკისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ”, – ამბობს ექიმი გივი პისარევი.

11 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს. უწყების ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკნის მიხედვით, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი:ჩვენ ვნახეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, რაც ჩვენთან ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში 3-ჯერ მოხდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი