რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, რომელთა მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ერთ პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. ეს არის მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი სუნთქვის მძიმე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, მძიმე თანმხლები დაავადებებით. თუმცა, ამ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა მკურნალობის ფონზე. ტესტი ჩატარდა, უარყოფითია და რაც მთავარია, არ აქვს შეხება იმ ცნობილ, მარნეულის შემთხვევასთან. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ შვიდ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა პასუხი ნეგატიური. დღეს 17 პაციენტი მომზადდა ტესტირებისთვის. ხვალ დილით გეცოდინებათ პასუხები. ინფიცირებული ამჟამად ჩვენთან არ წევს“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება