რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახლახანს 14 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და მათგან სამი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.

ექიმის თქმით, სამივეს ეპიდისტორია აქვს. გოფოძის განცხადებით, პაციენტები საშუალო ასაკის არიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია, პნევმონია არ აღენიშნებათ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრცეებიდან სამი პაციენტი შეიყვანეს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი : ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან