რესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, გუშინ ღამით 15 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამასთან, ლევან გოფოძე ამბობს, რომ ცდილობენ, პაციენტები იზოლირებულ პალატაში მოათავსონ.

„გუშინ ღამით მივიღეთ 15 ტესტის პასუხი. მთლიანად გაიტესტა სივრცე, სადაც აღმოჩნდა კოვიდიანი პაციენტი და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ეს, რა თქმა უნდა, მახარებს. ამიტომ ვცდილობთ, შევზღუდოთ სივრცეები და ყველა პაციენტი იყოს იზოლირებულ პალატაში, რათა არ გადაიკვეთოს სხვა პაციენტებთან. ამიტომ ვერ ვიყენებთ მთელ ჩვენს სიმძლავრეს, ვთქვათ ორ ადგილიან პალატაში წევს ერთი პაციენტი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთად იმოგზაურეს ან ერთად ჰქონდათ შემთხვევა, მაშინ შეიძლება მოთავსდნენ ერთად. სხვა ყველა შემთხვევაში წვანან ცალ-ცალკე“ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეებს არიგებენ
შემდეგი სტატიამარნეულის გარდა, ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სხვა სამიზნე ჯგუფში