„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მინისტრების შემცვლელებზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს

kaxi kaxshvili„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მინისტრების შემცვლელებზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ შეცვლის მთავრობაში თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელსა და სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, კახიშვილი ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინსიტრმა უნდა მიიღოს, ვინაიდან მისი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებშია ზუსტად შეარჩიოს კანდიდატურა, წარადგინოს და დანიშნოს.

„რაც შეხება გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, მან ჩათვალა, რომ შეუძლია მინისტრად მუშაობა და შეუძლია სარგებელი მოუტანოს თავის ქვეყანას. ეს მისი გადაწყვეტილებაა”, – განახცადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, კახიშვილი აცხადებს, რომ თავად „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება.

“მე არ ვიქნები სიაში, ვიცი, რომ ხვალ იქნება პრეზენტაცია და გახდება ცნობილი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელბიც ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში და შემდეგ იქნება მაჟორიტარების წარდგენა”, – განაცხადა კახიშვილმა.

Front News-ის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები რთული პროცესი იქნება