“რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე “რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა.

დეპუტატმა მანამდე Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ორმა კაცმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი ამბობს, რომ პოლიცია ადგილზე თავად მიიყვანა, თავდამსმელები კი მათ სამართალდამცავების თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ – “მეფეზე როგორ ლაპარაკობთ, ეს სიტყვები მახსოვს”.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს
შემდეგი სტატიაკანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ნაკლები შეთავაზება ძალიან სახიფათო იქნება, გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და არა რაიმე სხვა –