“რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს თანამდებობების დატოვება მოუწევთ”

სოციოლოგი, ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკურმა პარტიამ” დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ის მთავრობის კურსს არ იზიარებს.

 

სოციოლოგის აზრით, კარგი იქნებოდა “რესპუბლიკური პარტიის” წევრს, ლევან ბერძენიშვილს დაეკონკრეტებინა, ევროპის რომელ ქვეყანაში ხდება ისე, რომ ზოგადად, პარტია კოალიციაშია, თუმცა წინასწაარჩევნოდ, დამოუკიდებლად ემზადება.
“არ მაქვს ინფორმაცია მსგავსი პრეცენდენტების შესახებ, რომელიც ევროპაშია გავრცელებული. არ ვიცი, რა კონკრეტულ შემთხვევებს გულისხმობდა ბატონი ბერძენიშვილი. კარგი იქნებოდა, ამის დაზუსტება. ლოგიკურად, როდესაც მთავრობას, მმართველ კოალიციას ტოვებ, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ეთანხმები კოალიციის მიერ გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკურ კურსს. სხვა მიზეზი ხომ არ შეიძლება იყოს. თუ არ ეთანხმები, ბუნებრივია, რომ შენმა წარმომადგენლებმა კაბინეტები უნდა დატოვონ, რადგან სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ისინი ატარებენ იმ სახელმწიფო კურსს, რომელსაც არ ეთანხმებიან. ეს არის ნონსენსი. როდესაც ხდება გამიჯვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას იხსნი, თანამდებობა უნდა დატოვო”, – განუცხადა გორგილაძემ “პირWელს”.
რაც შეეხება “რესპუბლიკური პარტიის” დღევანდელ განცხადებას, სოციოლოგი მიიჩნევს, რომ მასში მუქარის მსგავსი სენტენციები იყო.
“განცხადებაში გაჟღერდა, რომ თუ კოალიცია პროევროპული პოლიტიკოსებით დაკომპლექტება, მაშინ ინებებენ და დარჩებიან მთავრობის შემადგენლობაში და თუ კვლავ “რესპუბლიკელების” მაკრიტიკებელი, სტალინისტური რიტორიკის სუბიექტებით დაკომპლექტება, დატოვებენ თანამდებობებს. მგონია, რომ ისედაც მოუწევთ “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს თანამდებობების დატოვება. ეს “ქართული ოცნების” პრობლემაა და მისი გადასაწყვეტია, ვინ იქნება სიაში. არ შეიძლება, ამ სიიდან გამომდინარე, რაღაც დასკვნებს აკეთებდე. უფრო სავარაუდოა, რომ შექმნეს პირობები, რომ “რესპუბლიკელებს” დაეტოვებინათ კოალიცია. ამდენად, ეტყობა დიდი ხანი იფიქრეს ‘რესპუბლიკელებმა” ფორმულირებაზე. მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაარწმუნონ იმაში, რომ ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით. განცხადება იმის შესახებ რომ არ ტოვებენ დაკავებულ თანამდებობებს, აბსოლუტურ რეალობას არის მოწყვეტილი”, – განაცხადა გორგილაძემ.
banner
წინა სტატიაში“არაფერი დაშავდება, თუ ჩვენც დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას,”
შემდეგი სტატია“მოგიწოდებთ, დაუკავშირდით საქართველოს მთავარ პროკურატურას”