„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეზე დავით ბერძენიშვილის მოსაზრებას ავრცელებს

region
: region აპრილი 30, 2019 15:14

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეზე დავით ბერძენიშვილის მოსაზრებას ავრცელებს

ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა. პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ძალიან ცუდია, – აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით, პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს.

„გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება… შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც. პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/ კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. მომდევნო ხელისუფლებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა. ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.

ძაანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღბის ჩამოხსნას. ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი. თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984-ში სასულიერო პირი (ჩიხლაძე) სასიკვდილოდ საბჭოთა სასამართლოში მისი პოზიციით, როგორც ახლა დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი „უპოზიციობით“, – აცხადება დავით ბერძენიშვილი, რომლის მოსაზრებასაც სოციალურ ქსელში „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ავრცელებს.

region
: region აპრილი 30, 2019 15:14

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics