“რესპუბლიკური პარტიის” სამომავლო გეგმების შესახებ შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

რესპულიკური პარტიის გადაწყვეტილება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. მათ გუშინ, დღის ბოლოს კომენტარები ამ თემაზე აღარ გააკეთეს.

გავრცელებული ინფორმაცით, არჩევნებში მონაწილეობის შერჩეული ფორმატი ამ ეტაპზე კოალიციაში დარჩენაა, არჩევნებზე კი დამოუკიდებლად მონაწილეობა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შესაძლოარესპუბლიკელებსა და პრემიერს შორის კონსულტაცია გაიმართოს.

2016 წლის არჩევნებისთვის ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია არც პარტია ქართულ ოცნებას, არც მრეწველებს და ეროვნულ ფორუმს. იმ შემთხვევაში თუ სუბიექტები გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან, უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ კოალიცია დაიშალოს.

„ვერ გეტყვით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე. კოალიციები იქმნებიან, იშლებიან და ა.შ. ეს არის მუდმივი პროცესი,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ამავე საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ კოალიცია ერთიანი ფორმით არ წარდგება არჩევენბზე, მისი აზრით, ეს საფრთხის შემცველი არ ქინება.

banner
წინა სტატიაშიშორენა ბეგაშვილის შვილის მორიგი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა
შემდეგი სტატია„ევროპარლამენტისა და სახალხო პარტიის განწყობაა, რომ დაეხმაროს საქართველოს”