რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიამ ჩაანაცვლა

თამარ კორძაია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ მდივნად აირჩიეს. დღემდე ამ თანამდებობას დავით ბერძენიშვილი იკავებდა.

აღმასრულებელ სამდივნოში ცვლილებებს ეროვნული კომიტეტის წევრებმა 21 იანვარს უყარეს კენჭი.

რესპუბლიკური პარტიის წესდების მიხედვით, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ პარტიაში მეორე თანამდებობის პირია. ეროვნული კომიტეტი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ხელმძღვანელობით, დღესაც გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გურჯაანში უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასააკაშვილი გავრცელებულ ფოტოებზე: ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს