“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა”

news
ავტ.: news მარტი 4, 2016 11:22

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გუშინ, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, მნიშვნელოვანია.

კვირიკაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ პოლიტიკლურ პროცესში როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში იქნება მოლაპარაკებები.

მისი თქმით, 3 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ პარტნიორობა „ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის მნიშვნელოვანია.

“პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში. ძალიან საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს „რესპუბლიკური პარტიის” რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა „ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ წინასაარჩევნოდ, მრავალპარტიულ ფორმატში იქნება “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივი ფორმატში იქნება მიღწეული, შემდეგ, მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი “რესპუბლიკელებს” მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მანამდე, კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს სადაო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა.

news
ავტ.: news მარტი 4, 2016 11:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,785
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics