„რესპუბლიკურმა პარტიამ“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.
როგორც პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, აჭარაში “რესპუბლიკური პარტიის” კამპანიას პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი ჩაუდგება სათავეში.
“ჯერ კიდევ 27 მარტს ვთქვით, რომ კენჭს დამოუკიდებლად ვიყრიდით. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მხარდაჭერისთვის არის მომართული”, – განაცხადა სამნიძემ.