„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა

„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან კონსულტაციების არ გამართულა.

„ამისდა მიუხედავად, ტექსტი არის ნორმალური, მშვენიერი. მას გულით, სულით და გონებით ვუერთდები. ერთადერთი თხოვნა მაქვს კოლეგებისადმი, რომ ამდენ საუბარს, ჯობს გადავიდეთ საქმეზე. აგერ მე ჩემი წილი საქმე გავაკეთე, მათ მომზადებულ ტექსტზე, მძიმე და წერტილი არ შემიცვლია, ყველაფერს ვეთანხმები, მოვაწერე ხელი. თავად ოცნებამაც მოაწეროს ხელი და ყველა პარტიამ თვითონ გასცეს პასუხი ამ თემას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი 21 სექტემბერს გაასაჯაროვა და პარტიებს ხელმოწერისკენ მოუწოდა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

banner
წინა სტატიაშირუსი მწერალი ანჯელინა ჯოლის საცხოვრებლად მასთან გადასვლას სთავაზობს
შემდეგი სტატიაშეიძლება, სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ – ეკა ბესელია რამდენიმე საქმის გახსნას აანონსებს