რესპუბლიკური პარტია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

რესპუბლიკური პარტია ქართულ ოცნებასთან მომავალ პარლამენტში პარტნიორობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაა წარმოუდგენელი.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული პირები, არამედ პარტიების პროგრამები და მათი ხედვები.

„ქართული ოცნება თუ შევიდა პარლამენტში და დააკლდა უმრავლესობის ხმები და ვსხედვართ რესპუბლიკელები და პატრიოტთა ალიანსი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს პატრიოტთა ალიანსი. ნაციონალურ მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის მიერ მართულ ძალასთან კი ძალიან გამიჭირდება თანამშრომლობა,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,, სააკაშვილს და ნაცმოძრაობას დავპირდი, რომ ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ფორმით, რაც ხელმეწიფება”
შემდეგი სტატიასროლა და მძევლების აყვანა ოდესაში