„რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობს

რესპუბლიკური პარტიისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დღეს 21:00 საათზე გაიმართება

ბოლო დღეებში “რესპუბლიკელები” იძულებული გავხდით, საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორიპარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის და ქვეყნის თავდაცვის მინისტრისმიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციურიდა ანტისახელმწიფოებრივი. აღნიშნული ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად გვიწევდახაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. მიუხედავად შიდაკოალიციურად საკითხის არაერთგზისწამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული განცხადებები,რაზეც პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან განმცხადებლის მხრიდან ლაპარაკი იყო მედიის მიერ თითქოსდა აზრისდამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევუფრო მძიმე ფორმებში – საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვეპირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარეზე, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევისხასიათი.

ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი. კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი,რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. იმავდროულად, პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატშიგადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არის არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთიადამიანის დაპირისპირება კოალიციასთან. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდაფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზემსჯელობას,რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები,რომლებიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პრემიერ-მინისტრი იქნება უფლებამოსილი, მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას – ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს