რესპუბლიკური პარტია პარლამენტის წინ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნებას” აკისრებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 20 ივნისს პარლამენტის წინ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართული ოცნების” მთავრობას და პირადად მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა, არ აპატია და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევით შეეცადა სამოქალაქო საზოგადოების დასჯას, რომელმაც დაიცვა საკუთარი ეროვნული ღირსება და ხელი შეუშალა რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ე.წ. “მართლმადიდებლურ საპარლამენტო ანსამბლეას” დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც დაუყონებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები.

სახეზეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების ხელში სახელმწიფოს ეროზია, ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის გაფორმების მცდელობა, საკუთარ მოქალაქეებთან კონფრონტაციაზე წასვლა საერთაშორისო თვითიზოლაციის პირობებშიც კი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოცილებას.

პირადად ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აზრით, არჩევნების გზით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა არის სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც უკლებლივ ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა უნდა დაემორჩილოს-ნათქვამია ” რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას – მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტის შიდა ეზოში პოლიცია ისევ მობილიზებულია