„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება

რესპუბლიკელები ვთვლით, რომ მოლაპარაკებების წინ წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება.

„მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება „რესპუბლიკური პარტია” და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება. მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ“, – განაცხადა ხათუნა სანიძემ.

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა
შემდეგი სტატიამარტის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები აღარ მცირდება, გარკვეული პერიოდულობით პირიქით, გაუარესებაა,