„რესპუბლიკური პარტია“ კონფერენციას „დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ მართავს

რესპუბლიკურ პარტიას

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენცია „დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ მიმდინარეობს. კონფერენცია ორი თემატური ნაწილისგან შედგება და ის პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გახსნა.

ღონისძიების პირველ ნაწილში მონაწილეები ეკონომიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემატიკაზე ისაუბრებენ, ხოლო მეორე ნაწილი საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ დღის წესრიგს დაეთმობა. მეორე ნაწილი მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. „ჩვენ გვინდა ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპული საქართველოსკენ სავალი გზები, ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ ისეთი საქართველო, რომელსაც ვხედავდით მაშინ, როცა „რესპუბლიკური პარტია“ შეიქმნა, ჩვენ ვხედავთ ევროპულ საქართველოს, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს, განათლებული და თანამედროვე ახალგაზრდების საქართველოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ დღევანდელი კონფერენციის მიზნებზე საუბრისას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პარტიის ლიდერები, ეროვნული კომიტეტისა და საკრებულოს ”რესპუბლიკელი ” წევრები მთელი საქართველოდან.

banner
წინა სტატიაში„გვაქვს სრული მხარდაჭერის იმედი, ჩვენი პარტნიორების მხრიდან”
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე ”რესპუბლიკელი” მინისტრი