“რესპუბლიკური პარტია” გორის ორგანიზაციის 60-მდე წევრმა დატოვა

“რესპუბლიკური პარტია” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბერკაცაშვილმა და პარტიის 60-მდე წევრმა დატოვა.

ბერკაცაშვილმა პარტიის დატოვების მიზეზები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ “რესპუბლიკელების” დატოვების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდათ მიღებული.

“პარტია ჩემთან ერთად დატოვა კიდევ 59 წევრმა. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ერთმანეთთან, არჩევნებამდე თითქმის ყველას გვქონდა გადაწყვეტილი, რომ პარტია დაგვეტოვებინა. მაშინ თავი შევიკავეთ, რადგან პარტიის არჩევნების დროს მიტოვება არ იქნებოდა კარგი. ახლა ჩვენ ვტოვებთ “რესპუბლიკურ პარტიას”. ჩვენ გორის რაიონის საკრებულოში გვაქვს ფრაქცია “რესპუბლიკელები”, მალე ჩვენი ფრაქცია გახდება დამოუკიდებელი”,-განაცხადა ბერკაცაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში 51 წლის ქართველი, 2 შვილის დედა ცივი იარაღით მოკლეს
შემდეგი სტატიალტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა არ მიიღონ