რესპუბლიკური პარტია” “ახალი მემარჯვენეების” მხრიდან საარჩევნოდ გაერთიანების შეთავაზებას უარყოფს

რესპუბლიკური პარტია” “ახალი მემარჯვენეების” მხრიდან საარჩევნოდ გაერთიანების შეთავაზებას უარყოფს.

“ახლადშექმნილი პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის, ქალბატონ მანანა ნაჭყებიას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება – “რესპუბლიკურ პარტიას” არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ჰქონია რაიმე სახის კონსულტაციები საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ახალმა მემარჯვენეებმა“ „გირჩთან“ და გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკი შექმნეს.

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ მათ თანამშრომლობა შესთავაზეს ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ ორმა პარტიამ – „გირჩმა“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ გამოთქვა ბლოკის შექმნის სურვილი.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: „მეც თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს!“
შემდეგი სტატიარიოს თამაშებისთვის ქართველმა ოლიმპიელმა ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ კონტროლი ვერ გაიარა