რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2020 18:38

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე

მნიშვნელოვანი

  • რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე

სხვა სტატიები

რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ და მნიშვნელოვანია, აქცენტი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე გაკეთდეს და არა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო პირობებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

მინისტრის თქმით, საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს პროფესიონალი ექიმების დამსახურებით იღებენ.

„ამასთან დაკავშირებით მოვისმინე რამდენიმე არაერთგვაროვანი კომენტარი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს აღექვა და დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში რეფორმები, მათი სწორი დაგეგმარება და შემდგომში გატარება, რათა არსებული პრობლემები, რომლებზეც თვალს არც ჩვენ ვხუჭავთ, აღმოიფხვრას.

რაც შეეხება კონკრეტულად რესპუბლიკურ საავადმყოფოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს პროფესიონალი ექიმების დამსახურებით იღებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2020 18:38