რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 17 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 62 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 39 არის კორონავირუსით ინფიცირებული.

თეა თავართქილაძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 17 ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ამ ეტაპზე ახალი კოვიდდადებითი პაციენტი არ გვყავს. ჩვენს კლინიკაში არის 62 პაციენტი, 39 არის კორონავირუსით ინფიცირებული. ერთ-ერთი პაციენტი გადმოყვანილია კვლევაზე ინფექციური საავადმყოფოდან და მეორე დღეა ჩვენთან აგრძელებს მკურნალობას. მას ესაჭიროებოდა ერთ-ერთი ენდოსკოპური კვლევა, რომელიც ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ყველა მათგანი არის სპონტანურ სუნთქვაზე. დღეს ველოდებით 17 ტესტის პასუხს“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში საავადმყოფოს გამოჯანმრთელებული პაციენტები ეყოლება.

„ამ ეტაპზე დგას საკითხი სამი პაციენტის რეტესტირების. სავარაუდოდ გვეყოლება პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტები ამ კვირაში“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ცეკვა ჰიპ-ჰოპის თუ ჰაკას სტილში, საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება – სამადაშვილი
შემდეგი სტატიახმაურიანი პროტესტი მარნეულში – მოსახლეობა ხელისუფლებას დაპირებას ახსენებს და პროდუქციის რეალიზებაში დახმარებას ითხოვს