რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ინფიცირებული რესპუბლიკურიდან სწორედ ინფექციურში გადაიყვანეს, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი იქ მკურნალობს.

„სასულიერო პირი ჩვენთან არ შემოსულა. მე როგორც ვიცი, ის თავიდანვე ინფექციურ საავადმყოფოში იყო. ჩვენთან მოხვდა მისი ოჯახის წევრი, რომლის ტესტირების შემდგომაც აღმოჩნდა, რომ დადებითია კოვიდ ინფექცია და გუშინ სწორედ ამ ადამიანის გადაყვანა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან ბუნებრივია, ოჯახის წევრია იქ“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

თავად აღნიშნული სასულიერო პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მას ვირუსი არ დაუდასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმამ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მათ ცენტრში მყოფმა სასულიერო პირმა შესაძლოა, კლინიკა დღეს დატოვოს.

ამასთან, ცნობილია, რომ კორონავირუსი ერთ სასულიერო პირს აქვს დადასტურებული. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა მათგანის ეპიდანამნეზი ცნობილია
შემდეგი სტატია“გამოდით და გვითხარით როგორია მოქმედების წესი, რომელსაც ყველა დავემორჩილებით, ჭირსაც წაუღია პოლიტიკა, ხალხის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე” – გიორგი ვაშაძე