რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები მუშაობს ხუთ იმუნიზაციის ცენტრში. აქედან ოთხი ცენტრი თავისუფალ რეჟიმში მუშაობს და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, აიცრან. მიმართვიანობა მაღალია. თუმცა, ვფიქრობთ რომ კიდევ უფრო გასაზრდელია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები მიდიან აცრისთვის სამედიცინო უნივერსიტეტში.

„დღიურად ჩვენ ცენტრებში აცრილი მოქალაქეების რაოდენობა იყო 3 000-ზე მეტი, თუმცა რესურსი გაორმაგებული აქვს ყველა ამ ცენტრს. სტატისტიკის მიხედვით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები მოდიან სამედიცინო უნივერსიტეტში. ხვალიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო ჯავშნის რვა კაბინეტით უბრუნდება ვაქცინაციას. იცით, აქ მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია, სხვადასხვა ვაქცინებით აცრა. ხვალიდან ისევ გაჩნდება დასაჯავშნი კაბინეტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქ კიდევ უფრო მეტი ნდობა აქვს მოსახლეობას და იმედი მაქვს, მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაებმებიან ამ პროცესში“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – „პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება
შემდეგი სტატიაბობოხიძე – მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“