რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა მათგანის ეპიდანამნეზი ცნობილია

„ამ წუთისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია, მათგან 21 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. მოგეხსენებათ, რომ გუშინ ტესტირების შედეგად ჩვენს მიერ გამოვლენილ იქნა კიდევ ცხრა პაციენტი, რომლებსაც დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია და ყველა მათგანი მოთავსდა რენიმაციულ განყოფილებაში. ამას გარდა რეანიმაციულ განყოფილებაში მანამდე სამი პაციენტი იმყოფებოდა და სულ 12 პაციენტი გვყავდა, მაგრამ გუშინ ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ინფექციურ საბადმყოფოში, რადგან მისი ოჯახის წევრები იქ არიან და ბუნებრივია, რომ ნორმალური იყო, ეს პაციენტიც იქ გადავიდა“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

გოფოძის განმარტებით, არც ერთ მათ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება,მართვითი სუნთქვა არ სჭირდება.

„არ აქვს მძიმე სუნთქვის მოშლა, თუმცა მათ უმეტესობას აქვს დადგენილი პნევმონია. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებზე და მედდებზე პასუხები მიღებულია. ჩვენ კიდევ ერათხელ შევთანხმდით, რომ ასეთ დაწვრილებით ინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებზე ვერ გავცემთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ 9 დადებითიდან, რომელიც არის ჩვენთან მოთავსებული, ცხრავეს ეპიდანამნეზი ცნობილია, მიეკუთვნებიან სხვადასხვა კლასტერებს მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, ვიცით ყველა, ვინ საიდან მოვიდა. ცხრიდან არის ზოგი საზღვარგარეთიდან შემოსული, რომელიც კარანტინში იყო და იმას დაუდასტურდა. გვყავს პაციენტი, რომელიც ვთქვათ უცხო ქვეყანაში იყო გატესტილი, ნეგატიური ტესტით შემოვიდა ჩვენთან, მაგრამ ცხელება გრძელდება. იქ სწრაფი ტესტი გაკეთდა, უცხო ქვეყანაში ნეგატიური იყო პასუხი, მაგრამ ჩვენთან როდესაც პისიარ ტესტი გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ კოვიდ ინფექციაა. ამ წუთას გვიწევს 11 ინფიცირებული“ ,- განაცხადა გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის კლინიკაში კორონავირუსისგან ექიმი განიკურნა
შემდეგი სტატიარესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია