“რესპუბლიკურ პარტიაში” საარჩევნო სიის წევრებს სარეიტინგო კენჭისყრით შეარჩევენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა საარჩევნო სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცედურები განმარტა. როგორც დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარტიის 10 ორგანიზაციის 10 რაიონული კომიტეტი ხვდება პარტიის ლიდერებს.

„სია, მაჟორიტარები, ეს არის ურთულესი პროცედურა. პარტიაში ტარდება შიდა სარეიტინგო კენჭისყრები, ძალიან ფართო შეკრება გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას სიის ფორმირებასთან მიმართებაში. სარეიტინგო კენჭისყრა არის სარეკომენდაციო ხასიათის პარტიის თავმჯდომარისთვის, თავმჯდომარე 35 კაციან ეროვნულ კომიტეტს სთავაზობს უკვე სიას რიგითობით და მაჟორიტარული ოლქებით, ვინ სად უნდა იყოს, კომიტეტი ამტკიცებს სიას ან – არა. ეს რთული პროცესი წინ გვაქვს. ჯერ ადრეა ეს პროცედურები”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის აპირებენ რესპუბლიკელები საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ “რესპუბლიკელი მინისტრები არიან კარგი მინისტრები და მუშაობენ, რესპუბლიკელი თანამდებობის პირები პარლამენტში არიან კარგი პარლამენტარები და მუშაობენ, ჯერ გრძელდება ასე”.

„ჩვენ 27 მარტის განცხადებაში ღიად გვაქვს ნათვქამი, რომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგით. ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით. რაკი დამოუკიდებლად ვმონაწილეობთ არჩევნებში, „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნოდ არის მისი წამყვანი პოლიტიკური ფიგურების იმედადაც, ისინიც არიან პარტიის იმედადაც“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე: თავი ისევ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად წარმომიდგენია