„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ“ – აცხადებს კვირიკაშვილი და საკითხის გარკვევას შს მინისტრს თხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დისკრიმინაციაზე საუბრობს.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს არ უშვებენ.

პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფაქტით დაინტერესება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა და განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარები თუ სხვადასხვა ობიექტები, სადაც სამწუხაროდ ხდება კანონდარღვევები, მე მინდა დავავალო შს მინისტრს და სამინისტროს დაინტერესდეს ამ პრობლემებით.

“საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი ამ ობიექტებში ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს.

“ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი მეთოდების გარეშე კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული.

“ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს ადამიანის უფლებების საკითხში ქალბატონ სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომაზე კომპანია „გაზპრომის“ წინადადებაზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაკალაძე “გაზპრომის” შემოთავაზების დეტალებზე არ საუბრობს