რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან.

ადგილზე დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც უერთდებიან.

აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – საარჩევნო კოდექსზე საკითხები პრინციპულად შეჯერებულია
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ოცნებამ” თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს