რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ მიღწეულია ახალი შეთანხმება, წიაღისეულის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, უკრაინისა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის.
კონგრესმენმა ფიცპატრიკმა, რომელიც ეკუთვნის რესპუბლიკელების წრეს და რომლესაც უკრაინასთან ურთიერთობა ეხება, იერმაკთან ხანგრძლივი და წარმატებული საუბრის შესახებ იტყობინება- ”ჩვენ 100%-ით ვაბრუნებთ მატარებელს ლიანდაგზე”
კონგრესმენის თქმით, არსებობს შეთანხმება, რომ მაინინგიდან მიღებული მოგების გაზიარების ხელშეკრულება „უახლოეს მომავალში გაფორმდება, რაც გამოიწვევს ძლიერ გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის“.
მან ასევე გაიმეორა აშშ-ს ხელმძღვანელობის პოზიცია, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა “ბუნებრივია, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დახმარებას”.
ბრაიან ფიცპატრიკმა არ დააკონკრეტა როდის და როგორ მოხდება ხელმოწერა ტექნიკურად – ეწვევა თუ არა უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონს, თუ დოკუმენტს ხელი მოეწერა დისტანციურად.
ერმაკმა დაადასტურა, რომ მან მოლაპარაკება გამართა ფიცპატრიკთან.
“ჩვენ განვიხილეთ სამართლიანი მშვიდობისკენ სვლის საკითხები და მინერალების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. ჩვენ, ჩვენ ორივე ქვეყანას გვჭირდება ეკონომიკური პარტნიორობა. არსებობს ურთიერთგაგება, მივდივართ იმ გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ”, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.