“რესპუბლიკელები“ მზად არიან, იყვნენ მმართველ კოალიციაში, საპარლამენტო ოპოზციაში ან პარლამენტს გარეთ”

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

“რესპუბლიკელები“ მზად არიან, იყვნენ როგორც მმართველ კოალიციაში, ისე საპარლამენტო ოპოზციაში ან პარლამენტს გარეთ განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა,-ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმითმ შესაძლოა არჩევნებზე „რესპუბლიკურ პარტიას“ ცალკე მოუწიოს გასვლა.

„კოალიციები გარკვეული ვადით იქმნება და ეს ჯანსაღი პროცესია პირველად ხდება, რომ კოალიციაში შემავალის ობიექტები დღეს და ოქტომბრამდე ქვეყნის სამართავად ვსხედვართ ერთად, თუმცა ოქტომბრის შემდეგ ან ოქტომბრის არჩევნებში შესაძლოა, ვიყოთ ცალკე. ის ფაქტი, რომ პარტიებს არჩევნებზე ცალ-ცალკე შეიძლება მოუწიოთ გასვლა, არ ნიშნავს, რომ მაშნვე უნდა დასრულდეს ყველაფერი, შეწყვიტონ ქვეყნის მართვა და ა.შ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაში“კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა”- რას აცხადებს პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატი
შემდეგი სტატია[Video]არასრულწლოვან ცოლთან სქესობრივი კავშირის გამო ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება