რესპუბლიკელები ყველაზე მნიშვნელოვნად დღეს გავრცელებული ჩანაწერის კანონიერებისა და ავთენტურობის დადგენას მიიჩნევენ

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში რევოლუციური ფონი არ არის და ვერავინ ვერ მოაწყობს რევოლუციას.

მორიგ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება ლევან ბერძენიშვილმა  გააკეთა.

ის ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, თუ ვინ და რამდენად კანონიერად გააკეთა ჩანაწერი და არის თუ არა ის ავთენტური. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა ჩანაწერის შინაარსის შესახებ.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პრაქტიკა გამოიყენა და განაგრძობს ოპონენტების მიყურადებას.

მას მიაჩნია, რომ სანამ ხელისუფლება არ გამოავლენს კანონდამრღვევას, მანამდე ჩაითვლება, რომ ჩანაწერი სწორედ მათი გაკეთებულია.

აქვე ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს რევოლუციური განწყობა და მას ვერავინ ხელოვნურად ვერ შექმნის.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და მოქმედ დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ დროს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : ეს არის ჩვეულებრივი, სასოწარკვეთილი, გაკოტრებული ხელისუფლების იაფფასიანი პიარსვლა
შემდეგი სტატია(Video) ელისო კილაძე : რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო მასალები ქვეყნიდან გაიტანეს