შოთა მალაშხია: „რესპუბლიკელები“ და პარტია „ქართული ოცნება“ კარგა ხანს იჭიდავებენ

shota malashxia

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, პროგნოზები კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის თაობაზე გამართლდა.

როგორც მალაშხიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში მოშლილია ყველა სტრუქტურა, უმძიმეს მდგომარეობაშია ეკონომიკა, ხალხის სოციალური მდგომარეობა კი უარესდება.

„ამ სიტუაციაში ყველა, ვინც შედიოდა ამ კოალიციაში, თავის გადარჩენას ცდილობს. „რესპუბლიკელების“ საქციელი მაინც ყველაზე უზნეოდ გამოიყურება, რადგან ისინი კოალიციიდან თან გადიან და თან არ გადიან.

“მათი მინისტრები შეიძლება გადააყენონ. „რესპუბლიკელები“ და პარტია „ქართული ოცნება“ კარგა ხანს იჭიდავებენ. „რესპუბლიკური პარტია“ შეეცდება თანამდებობების შენარჩუნებას, „ქართული ოცნება“ ყველაფერს იღონებს მათ მოსაშორებლად. მთავარია, რომ ამით არც „რესპუბლიკელებს“ შეემატებათ რაიმე და არც „ქართულ ოცნებას“. შედეგები იქნება ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან სიტუაცია „ქართულ ოცნებასაც“ გაურთულდა. მისი რეიტინგი დაცემულია. გარდა ამისა, კოალიციის ყოფილი პარტიები ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი 12-დან 15%-მდეა. მას მაჟორიტარების გაყვანის პრობლემა დაუდგება. მაჟორიტარს მოსაგებად ესაჭიროება 50%+1 ხმა. საჩხერის გარდა, „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარული არჩევნების მოგება ყველგან გაუჭირდება. აუცილებელი იქნება მეორე ტური, რომელსაც ივანიშვილის პარტია წააგებს.
როცა პარტიას ასეთი მცირე მხარდაჭერა აქვს, ის მაჟორიტარულ არჩევნებსაც აგებს. ბევრგან გაიმართება მეორე ტური, რომლის მოგებასაც „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ მანამდე პროპორციული სისტემით ცუდ შედეგს აჩვენებს“ – აცხადებს მალაშხია.

banner
წინა სტატიაშიკიდე ერთი საკადრო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულზე საუბარი მიჭირს