“რესპუბლიკელები” ბურჭულაძის ბლოკთან თანამშრომლობას არ აპირებენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, ამ ეტაპზე ახალი კოალიციის შექმნას არარეალისტურს უწოდებს.

„ჩვენთან არანაირი მოლაპარაკება არც ერთ პარტიას არ ჰქონია, არც ბლოკზე, არც გაერთიანებაზე, არც ერთი პარტიის შექმნაზე. პირადად მაქვს ხედვა, რომ არარეალისტური ლაპარაკი ძალიან ხშირია არჩევნების დამთავრებიდან ახლოს. ჯერ არ დამთავრებულა არჩევნები, მეორე ტურის შედეგებიც უნდა ჩავიბაროთ, რომ დაიწყოს საერთოდ ასეთი ლაპარაკი. არ არის გასაკვირი, იქიდან მოდის ეს საუბარი, სადაც არ არის დიდი გამოცდილება,“ – აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვა ინიციატივით გამოდის, რომ პროდასავლურ ძალასთან ერთად ახალი ალიანსის შექმნსი შეიქმნას.

banner
წინა სტატიაშისვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას პრემიერი ესწრება
შემდეგი სტატია“ჩემს ამომრჩეველს ვეტყვი, რომ მათი ხმა არ დაკარგულა” – უსუფაშვილი სამომავლო გეგმებზე